"ასეთი გამოწვევა არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ" | ღარიბაშვილი ისევ "ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე" საუბრობს

გამოქვეყნდა:

"ასეთი გამოწვევა არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ" - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს და ამჯერადაც "ორნიშნა ეკონომიკური ზრდით" ამაყობს. 

"ჩვენ მოვახერხეთ, რომ როგორც აღინიშნა, გვაქვს, დიახაც, ძლიერი ეკონომიკური ზრდა. მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის განვმარტო, თუ რას ნიშნავს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მუდმივად აპელირებენ და სპეკულირებენ იმით, რომ თითქოს ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის გამოწვეული ომით და ჩვენ ვსარგებლობთ და მხოლოდ ეს ფაქტორი არის განმაპირობებელი დღევანდელი კარგი ეკონომიკური მდგომარეობის. ეს ასე არ არის, მეგობრებო.

პირველ რიგში, მე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ შარშან, როცა თებერვალში მე გავხდი პრემიერმინისტრი, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ ისეთი, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რისკიანი, ხშირ შემთხვევაშიც, მარამ კარგად გააზრებული, ვიცოდით, რას რა მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ჩვენმა გათვლებმა გაამართლა და შარშან წელი დავხურეთ 10,5% ეკონომიკური ზრდით. რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა პენსიები, ხელფასები, ჩაგვედო მეტი თავხები ინფრასტრუქტურაში და ა.შ.

წელსაც, მიუხედავად ამ ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, ამ ადამიანებს ან უბრალოდ არ ესმით, ან კარგად ესმით და ეს კიდევ უფრო მეტი დანაშაულია, ასეთი გამოწვევა არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, - ამბობს ღარიბაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი