შმიგალი: უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია

გამოქვეყნდა:

ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრსტრქტურის "თითქმის ნახევარს" შეკეთება სჭირდება, -  თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალი. მან უკრაინის ეროპელ მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის მიმართა.

პრემიერმინისტრი გნცხადებაში საუბრობს, რომ რუსული საჰაერო თავდასხმის გამო,  ელექტროენერგიის მიწოდება მილინობით უკრაინელს შეუწყდა. 

"მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა 100-მდე რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქების მიმართულებით. ჩვენი, ენერგეტიკული სისტემის "თითქმის ნახევარი" გამორთულია" - თქვა დენის შმიგალმა.

ცნობისთვის, გუშინ, 17 ნოემბერს რუსეთის მორიგმა სარაკეტო შეტევამ უკრაინის ქალაქებზე მილიონობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშე დატოვა. შეფერხდა წყლის მიწოდებაც.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "ამჟამად 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა". მისი თქმით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ოდესის, ვინიცის, სუმისა და კიევის რეგიონები.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი