რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ, 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

გამოქვეყნდა:

ხუთშაბათს, რუსეთის მორიგმა სარაკეტო შეტევამ უკრაინის ქალაქებზე მილიონობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშე დატოვა. შეფერხდა წყლის მიწოდებაც.

AFP-ის ჟურნალისტებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან განაცხადეს, რომ ბოლო თავდასხმა დაემთხვა სეზონის პირველ თოვლს, მას შემდეგ რაც კიევის ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს მოსახლეობა მომავალი "რთული" დღეების შესახებ.

"ამჟამად 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა", - განაცხადა ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ ყველაზე მეტად დაზარალდნენ ოდესის, ვინიცის, სუმისა და კიევის რეგიონები.

უკრაინის ელექტრო ქსელზე დარტყმები რუსეთისთვის ბრძოლის ველზე წარუმატებლობის სერიას მოჰყვა, მათ შორის გასულ კვირას ხერსონიდან უკან დახევას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი