ოკუპანტებმა დააზიანეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 50% - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით ნახევარი უკვე დაზიანებულია - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში თქვა.

მან რიში სუნაკის კიევში ჩასვლას მნიშვნელოვანი და სასარგებლო ვიზიტი უწოდა ორივე ქვეყნისთვის და მადლობა გადაუხადა მას უკრაინის პრინციპული მხარდაჭერისთვის.

„დღეს მდგომარეობით, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით ნახევარი უკვე დაზიანებულია. ეს რუსული ტერორი არ არის მხოლოდ მტრის მორიგი დაცინვა უკრაინელების წინააღმდეგ. “ - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რიში სუნაკი დღეს კიევში ჩავიდა და უკრაინის მიმართ, დიდი ბრიტანეთის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი