ოკუპანტებმა ხერსონში ჰუმანიტარულ პუნქტს პურის დარიგებისას, ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაჭრილები

გამოქვეყნდა:

ხერსონის რაიონის სოფელ ბილოზერკაში, პურის დარიგების დროს რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარულ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილ ტიმოშენკომ ავრცელებს. მისი ინფორმაციით სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა.

 "რუსმა ტერორისტებმა პურის დარიგების დროს ჰუმანიტარულ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. ეს მოხდა ხერსონის ოლქის ბილოზერკაში. მზაკვრული დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა“, - წერს ტიმოშენკო.

გარდა ამისა, ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ბერისლავის რაიონში მანქანა აფეთქდა. დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი