იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციაში, ყოველ დღე ჰყავს მნახველები - ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, კლინიკა „ვივა მედში“, მას უტარდება სხვადასხვა სახის საჭირო სამედიცინო ღონისძიებები, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "იმედის" ეთერში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ის თერაპიულ განყოფილებაშია და არა რეანიმაციაში:

„ყოველთვის უმჯობესია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრონ ექიმებმა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციულ ან ინტენსიურ ბლოკში. მას ჰყავს ყოველ დღე მნახველები“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი