"ბავშვებმა დაჭრეს ერთმანეთი, მანამდე თამაშობდნენო..." | რას ყვებიან თვითმხილველები 14 წლის ბავშვის მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში - თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი და შელაპარაკება ქალაქის ცენტრში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, ფეხბურთის თამაშის დროს დაიწყო.

ახალგაზრდები რამდენიმეწუთიანი ჩხუბის შემდეგ დაიშალნენ, მაგრამ კამათის ერთ-ერთი მონაწილე მალე უკან მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა და შველა ითხოვა. დანით დაჭრილმა მოზარდმა გონება მალევე დაკარგა და როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ის კლინიკაში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

როგორც გავიგეთ, ბავშვებმა დაჭრეს ერთმანეთი და შემდეგ ინფორმაციით, გარდაიცვალაო, სამწუხაროდ ბავშვიო და სხვა მეტი არაფერი არ ვიცი. აგერ ვცხოვრობ ახლოს და გადმოვედი, თამაშობდნენო და სხვა მეტი არაფერი არ ვიცი... 13-14 წლის არისო. ხმაური ყოფილა და სახლიდან გავიგეთ რომ რაღაც ჩოჩქოლი იყო და რომ მივედით, უკვე წაყვანილი ჰყავდა სასწრაფო დახმარებას ბავშვი... [ჟურნალისტი: დაჭრის ფაქტი სად მოხდა?] - ვერ გეტყვით, ვერ გეტყვით ქალბატონო ემა, სტადიონის ტერიტორიაზე ნახეს ბავშვი თვითონ მწოლიარე... ალბათ მძიმედ იყო, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

"ცუდად იყო, მუცლის არეში იყო დაჭრილი", - თქვა კიდევ ერთმა თვითმხილველმა.

ავტორი: ემა გოგოხია

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი