
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველები", გაეროს მიერ, ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და სამარცხვინოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველები" ავრცელებს ფოტოსაც, რომელზეც ჩანს, რომ კენჭისყრაში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია.
"სრულიად სამარცხვინო! საქართველო არ დაესწრო გაეროში კენჭისყრას ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ", - წერს ორგანიზაცია.
ამავე თემაზე: