კაპიტნებს ვთხოვეთ, არ გაიკეთონ One Love სამკლაური მსოფლიოს თამაშებზე - ასოციაციები

გამოქვეყნდა:

ინგლისის, უელსის, ბელგიის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების და შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ One Love (ერთი სიყვარული) ანტისისკრიმინაციული სამკლაურის მატჩებზე გაკეთების შესახებ:

"ფიფამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ის სპორტულ სანქციებს დააწესებს, თუ ჩვენი კაპიტნები სათამაშო მოედანზე სამკლაურებს ატარებენ. როგორც ეროვნულ ფედერაციები, ჩვენ ვერ ჩავაყენებთ ჩვენს მოთამაშეებს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მათ სპორტული სანქციები დაემუქრებათ, მათ შორის გაფრთხილებები (ყვითელი/წითელი ბარათი). ამიტომ კაპიტანებს ვთხოვეთ, არ ეცადონ ატარონ სამკლაური ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე". 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოციაციები მზად იყვნენ გადაეხადათ ჯარიმები, რომლებიც ჩვეულებრივ ნაკრების წესების დარღვებას ეხება, თუმცა ახლა შეიძლება ფეხბურთელები გააფრთხილონ ან აიძულონ დატოვონ მოედანი.

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ფიფას გადაწყვეტილებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ უპრეცედენტოა", - წერია განცხადებაში. 

ასოციაციები ამბობენ, რომ ამ საკითხზე FIFA-ს სექტემბერში მისწერეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. 

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება უკვე არაერთი მიზეზის გამო გახდა კრიტიკის საგანი. ყატარში ისლამური შარიათის კანონები მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალური აქტი ჯარიმით, 7 წლამდე პატიმრობით, ან სიკვდილითაც კი შეიძლება დაისაჯოს.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არავინ იქნება დისკრიმინირებული, თუმცა ყატარი 2022-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ვიზიტორებმა მათ კულტურას უნდა სცენ პატივი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი