იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის საერთო ღირებულება 602 451 000 დოლარით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საქსტატის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტის საერთო ღირებულება 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 602 451 000 აშშ დოლარით, 1 415 976 000 დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე ყველაზე მეტად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნაწილში შეინიშნება, სადაც ზრდა 390 572 000 დოლარს შეადგენს. 2022 წლის 10 თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, საქართველოში 503 989 ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, მათმა ღირებულებამ კი 495 497 000 აშშ დოლარი შეადგინა.

შემცირება შეინიშნება მხოლოდ ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტის ნაწილში, სადაც ქვეყანაში 23 315 000 დოლარით უფრო ნაკლები პროდუქტი შემოვიდა რუსეთიდან.

თუმცა, ზრდა გვაქვს რუსეთიდან იმპორტირებულ სხვა ყველა მსხვილ პროდუქტზე:

  • 54 503 000 დოლარამდე გაიზარდა ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი.
  • კოქსისა და ნახევრაკოქსის იმპორტი გაიზარდა 49 497 000 დოლარამდე.
  • ხორბალი და მესლინის იმპორტმა საერთო ჯამში შეადგინა 45 409 000 დოლარი.
  • ხოლო დანარჩენი საქონლის ღირებულებამ - 721 901 000 დოლარი.

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 916.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 416.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (921.0 მლნ. აშშ დოლარი) 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი