ინგლისი - ირანის შეხვედრის წინ, ირანელმა ფეხბურთელებმა ჰიმნი არ იმღერეს

გამოქვეყნდა:

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი - ირანის საფხებურთო ნაკებების შეხვედრის წინ, ირანელმა ფეხბურთელებმა ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ტალღას. 

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში გუშინ, 20 ნოემბერს დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ ირანში რამდენიმე თვეა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. რეჟიმის მხრიდან, ძალის გამოყენებას რამდენიმე ასეული ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

პროტესტის ტალღა კი მას შემდეგ დაიწყო რაც "მორალის პოლიციამ" 22 წლის ქალი - მაჰსა ამინი ჯიჰაბის "არასწორად ტარების" მიზეზით დააკავა და სცემა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი