ეს ალბათ ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, ბოლო შანსი, მივაღწიო ჩემ დიდ ოცნებას - მესი

გამოქვეყნდა:

ფეხბურთელი ლიონელ მესი ამბობს, რო ემზადება მისი სავარაუდოდ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის. 35 წლის ფეხბურთელი არგენტინის სახელით პირველ მატჩს დღეს, სამშაბათს, საუდის არაბეთთან ითამაშებს.

"ოქროს ბურთის" შვიდგზის მფლობელს მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს მოუგია, ყველაზე ახლოს მასთან 2014 წელს იყო, როცა არგენტინამ ფინალი წაგო.

"ეს ალბათ ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, ჩემი უკანასკნელი შანსი მივაღწიო ამ დიდ ოცნებას, რომელიც მაქვს", - თქვა მესმიმ.

"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი ამბობს, რომ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობს და განსაკუთრებულად არ ემზადება.

"ვფიქრობ, რომ შესანიშნავ მომენტში ვარ, როგორც პიროვნულად, ასევე ფიზიკურად და არანაირი პრობლემა არ მაქვს", - დასძინა მესიმ, რომელმაც შაბათს თანაგუნდელებისგან მოშორებით მსუბუქი ვარჯიშს ჩაატარა.

"ბარსელონასა" და პსჟ-სთან ერთად საკლუბო დონეზე უამრავი ტიტულის მოპოვების შემდეგ, მესისთან ერთად გასულ წელს არგენტინამ საერთაშორისო თასიც მიიღო, როცა ფინალში ბრაზილია დაამარცხა კოპა ამერიკაზე.

საუდის არაბეთთან შეხვედრის შემდეგ, C ჯგუფში არგენტინა მექსიკასა და პოლონეთსაც დაუპირისპირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი