სექსუალური ძალადობა გორში - გავრცელებული ინფორმაციით, 50 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა 14 წლამდე ასაკის გოგონაზე იძალადა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მოძალადე მსხვერპლის დედის ახლო ნათესავია.
ფაქტი "მთავარს" შსს-ში დაუდასტურეს. 50 წელს გადაცილებული კაცი მძიმე ბრალდებით შსს-მ უკვე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში, 15-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.