სასამართლო სხდომაზე 17 წლის ბიჭმა საბა მამფორიას მკვლელობა აღიარა | მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 17 წლის ბიჭს, რომელსაც 15 წლის საბა მამფორიას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიები სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ არასრულწლოვანს ორი ჭრილობა მიაყენა. მოტივთან დაკავშირებით კი მას დღეს არ უსაუბრია. 

დაკავებული არასრულწლოვანი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი