დავით ცინარიძის ცოლმა ქმრის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის სასმართლო პროცესზე ცინარიძის ცოლმა, 2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, - ამ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლომ კი დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 
გაათავისუფლა. 

მოცემულ საქმეზე, 2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაბარებულ იქნა დაზარალებული მ.ბ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დ.ც.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში .

შეგახსენებთ, რომ დავით ცინარიძე აპრილში მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი