შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი კაცი მოკლა, მეორე კი დაჭრა. სოფელ პატარა ხარაგაულში სუფრასთან დაწყებული შეკრება სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შემდეგ, 50 წლის კაცი მოკლეს, ხოლო მეორე 40 წლამდე კაცი კი დაჭრეს.
"სახლში ვიყავი, გავიგონე სროლის ხმა, გამოვიხედე და პოლიციით იყო აქაურობა სავსე...არავინ არ იცის ეგ სავარაუდო მკვლელი. ერთად სუფრასთან არ იქნებოდნენ არაფრით. ჩემი შვლილიშვილი ეკავა სამის ათ წუთზე ხელში და ეფერებოდა დაბლა ხარაგაულში",-ამბობს ელენე ბაქსაშვილი, მოკლულის ახლობელი.
მათი თქმით, დაჭრილი და მოკლული კაცი ერთმანეთს იცნობდნენ, ხოლო სავარაუდო მკვლელის ვინაობა უცნობია.
ცნობისთვის, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიტ მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: