რადაში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის კანონპროექტი დარეგისტრირდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას სახალხო დეპუტატებმა, კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას უკრაინის ტერიტორიაზე. 

"ეს კანონი ითვალისწინებს სრულ აკრძალვას ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციისა და დაწესებულების მიმართ, რომლებიც შედიან, ან აღიარებენ რაიმე ფორმით დაქვემდებარებას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიასთან კანონიკურ, ორგანიზაციულ და სხვა საკითხებში. კანონპროექტის მიზანია ეროვნული საფრთხის თავიდან აცილება, უკრაინის უსაფრთხოება და წესრიგის უზრუნველყოფა, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ეკლესია ეწეოდა ანტიუკრაინულ და დივერსიულ საქმიანობას.
უკრაინის განთავისუფლება რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისგან არის კიდევ ერთი ნაბიჯი თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინისკენ" წერს დეპუტატი ირინა ფრიზი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნის რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაში გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიებსა და სამრევლო სკოლებში სწავლის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის; ასევე რუსული რუბლები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი