
რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ ევროპარლამენტის ვებგვერდი კიბერთავდასხმის ქვეშაა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა twitter-ზე წერს და ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი კრემლის მომხრე დაჯგუფებაა.
"ევროპარლამენტის ვებგვერდი მასშტაბური კიბერშეტევის ქვეშაა. პასუხისმგებლობა კრემლის მომხრე დაჯგუფებამ აიღო. ჩვენი IT ექსპერტები წინააღმდეგობას უწევენ და ჩვენს სისტემას იცავენ.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოვაცხადეთ.
ჩემი პასუხი: დიდება უკრაინას", - წერს მეცოლა.
ცნობისთვის, დღეს, 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო.
ამავე თემაზე: