
კიევში დღევაბდელი დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები Telegram-ის არხებზე ავრცელებენ.
ცნობილია, რომ დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან და უტარდებათ სამედიცინო დახმარება. დაბომბლ ადგილებში კი ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, კრემლმა დღეს, 23 ნოემბერს, უკრაინაზე საჰაერო იერიში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განახორციელა. ხელწერა უცვლელია - იბომბება დასახლებები, საავადმყოფოები, სტრატეგიული და ენერგოობიექტები. მსხვერპლი მოჰყვა კიევზე მიტანილ იერიშს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გათიშულია ელექტროენერგია. მოსახლეობა უკვე გაფრთხილებული განმეორებითი თავდასხმის შესახებ.