პუტინის სასტიკ ომში გმირულად დაღუპული კიდევ ერთი ქართველი. საოკუპაციო არმიის შეტევას კონსტანტინე ქურსუას სიცოცხლე შეეწირა.
დღევანდელი დღე გამორჩეული იყო თავდასხმების რაოდენობით. კრემლმა საჰაერო იერიში ერთდროულად რამდნიმე მიმართლებით განახორციელა. ხელწერა უცვლელია - იბომბება დასახლებები, საავადმყოფოები, სტრატეგიული და ენერგოობიექტები. მსხვერპლი მოჰყვა კიევზე მიტანილ იერიშს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გათიშულია ელექტროენერგია. მოსახლეობა უკვე გაფრთხილებული განმეორებითი თავდასხმის შესახებ.
მორიგი შეზარავი თავდასმის ფონზე ევროპარლამენტში კრემლის სისასტიკეს განიხილავდნენ. ევროპელმა დეპუტატებმა კიდევ ერთი რეზოლუციის მხარდაჭერით რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადეს. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ოფიციალური მოსკოვის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საავადმყოფოებზე, სკოლებსა და თავშესაფრებზე, საერთაშორისო კანონს არღვევს.