გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გატანილი გოლი გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა

გამოქვეყნდა:

ფეხბურთელმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გატანილი გოლი გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა. 

ხარაიშვილი წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" კაპიტანი იყო, სწორედ იმ გუნდის, სადაც შაქარაშვილი თამაშობდა. ამ დროისთვის ის შვედურ "გიოტებორგში" თამაშობს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. დღეისათვის, საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვთ წარდგენილი. თუმცა, პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, გამოძიება 10 ივლისს გადააკვალიფიცირა და აქამდე არსებულ მუხლებს, ყველაზე მძიმე - 109-ე მუხლი დაუმატა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულებისთვის ახალი ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი