კლიჩკო: კიევის ოლქის 70% ელექტროენერგიის გარეშეა, მარჯვენა სანაპიროზე წყალი არ არის

გამოქვეყნდა:

უკრაინაზე გუშინდელი თავდასხმების ახალი ტალღის შემდეგ, კიევის ოლქის 70% კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

მისი თქმით, კიევის მარჯვენა სანაპიროზე წყალმომარაგების აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ღამის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის შემდეგ ურთულესი ვითარება კიევში იყო.

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ იყო "რამდენიმე სარაკეტო დარტყმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე", ასევე რაკეტა მოხვდა მაღალსართულიან შენობებს ვიშგოროდში და დაზიანდა კერძო სექტორი ჩაბანში. კულებამ თქვა, რომ ვიშგოროდში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.

ცნობისთვის, ვიშგოროდი კიევის ჩრდილოეთ გარეუბანია, ჩაბანი ურბანული ტიპის დასახლებაა დედაქალაქის დასავლეთით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რუსეთი არ მალავს, რომ მისი მიზანი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამორთვაა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება "ამ ქვეყნის დასავლური იარაღით გადატუმბვისა და კიევის უგუნური მოწოდების საპასუხოდ, რომ სამხედრო გამარჯვება მოიპოვოს რუსეთზე".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი