რუსეთმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში უკრაინის საჰაერო თავდაცვა დაადანაშაულა

გამოქვეყნდა:

უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო იერიშის შემდეგ, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემის ბრალია. 

აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, საცხოვრებელ შენობებს შორის ათავსებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

"შედეგად, რაკეტების ფრაგმენტები ან უკრაინული რაკეტები, რომლებიც მიზანს აცდა, ხვდება იმ ობიექტებში, რომლებისთვისაც რუსეთს არც კი დაუმიზნებია", - თქვა რუსეთის წარმომადგენელმა.

ნებენზიამ ასევე თქვა, რომ რაკეტები, რომლებიც ოთხშაბათს კიევსა და ვიშგოროდში საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა სავარაუდოდ, "ამერიკული საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, რომლებიც კიევს მიეწოდება".

"თქვენი დაუფიქრებელი იარაღით უკრაინის გადატუმბვა უკვე იწვევს იმ ფაქტს, რომ მისგან იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და არა მხოლოდ დონბასში. არამედ უკრაინის ქალაქები" - თქვა მან დასავლეთის მისამართით.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ინფრასტრუქტურულ ობიექტებს უკრაინაში ურტყამს "კიევის რუსეთზე სამხედრო გამარჯვების უგუნური მოწოდების საპასუხოდ" და რომ უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობების შელახვა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ერთ-ერთი მიზანია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი