დღეს "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან სამხარაულიდან ექსპერტები შევლენ - შალვა ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დღეს, 24 ნომებერს 15:00 საათზე კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სპეციალისტები შევლენ. 

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მოინახულებენ. 

ცნობისთვის, შალვა ხაჭაპურიძემ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი დატოვა. ის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას ითხოვს, რათა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნოს. 

მიხილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პრეზიდენტთან აუდიენციას ითხოვენ მედიკოსებიც. მათ შესაბამისი წერილი ადმინისტრაციაში დღეს დატოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი