რუსთავის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა

გამოქვეყნდა:

რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ვერ დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას InfoRustavi ავრცელებს.

პროექტს, რომელიც ქალაქი მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და გადამწყვეტი ხმა ამ შემთხვევაში ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ენიჭებოდათ, რომლებმაც საბოლოოდ მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს.

მათი განცხადებით, წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ, რომელთა გათვალისწინებაც არ მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი