თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კაცს კი, რომელმაც თერჯოლაში, მაღაზიათა ქსელ “მაგნიტში” ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და დაწვა, დაზიანებები თავადაც აქვს მიღებული. ის ამ დროისთვის თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, პაციენტს სხეულის 70% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მკვლელობა თერჯოლაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, “მაგნიტის” მენეჯერს ყოფილმა ქმარმა ასაფეთქებელი სითხე შეასხა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაზიანებები მიიღო სხვა თანამშრომლებმაც.
დაუდასტურებული ინფორმაციით, მკვლელი ნასამართლევია. ისინი რამდენიმე წლის გაშორებულები იყვნენ და კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
იხილეთ ასევე: