რუსეთი თბილისს სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს - გახელაძის გატაცება

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და თბილისს სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. ოკუპანტი სახელმწიფოს ვერსიით, გახელაძე,  რომელსაც „კამუფლაჟი“ ეცვა და შეიარაღებული იყო ნახევრად ავტომატური იარაღით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში 300 მეტრით შევიდა, სადაც რუს მესაზღვრეებს გადაეყარა. მან დამალვა სცადა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მისამართით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა. საპასუხო ცეცხლის გახსნის დროს კი დაიჭრა.

ლავროვის უწყების ცნობით, გახელაძე, რომელმაც აღიარა საზღვრის კვეთა, ამჯამად საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ ვერსიის ფონზე მოსკოვი თბილისს პროვოკაციებსა და სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის გატაცებას საქართველოში აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურნენ და რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი