სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაკავებას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი მორგან ორტაგუსი "თვითერის" საკუთარ გვერდზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებას ეხმაურება. 

მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და გატაცებას ფაქტს. დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ მათ. და კიდევ ერთხელ, დაჟინებით მოვითხოვთ, რუსეთმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, რომელიც 2008 წლის ცეცხლისშეწყვეტის ხელშეკრულებით აქვს აღებული, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრების ზაზა გახელაძის დაჭრასა და მის უკანონო დაკავებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა, ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი