ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში. ცხრა აპრილის ქუჩაზე 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა.

შემთხვევა დილით მოხდა, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდიოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მშობლებმა გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" თავად გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია.

ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. კატასტროფის ბრიგადას ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი