ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობა - სააპელაციომ მსჯავრდებულების გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო ორი პირი, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის სახედ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის შემსწრე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და სასჯელის სახედ 4 წლით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა." აცხადებს პროკურატურა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი