"თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი" - ჯიშკარიანის თქმით, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია

გამოქვეყნდა:

ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი - ასეთ დასკვნამდე ცენტრი "ემპათია" რამდენიმედღიანი კვლევისა და მსჯელობის შემდეგ მივიდა. განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა გააკეთა, ვისი თქმითაც მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში ნამდვილად არის მძიმე მეტალები, რომელიც მაღალი ალბათობით ნეიროინტოქსიკაციის შედეგია. 

ცენტრი "ემპათიას" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ დასკვნამდე 10 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მივიდა. 

ჯიშკარიანი პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან პაციენტს სასწრაფოდ სჭირდება გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანა. 

"ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია სიკვდილის მცდელობასაც და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი...
თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი - ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი" ამბობს ჯიშკარიანი. 

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა პენიტენციურ დაწესებულებში მოწამლეს, როდესაც მან პირველად დაკარგა გონება დაკარგა. ხაჭაპურიძის თქმით, თუ დადასტურდა, რომ ის მოწამლულია, ოჯახსა და უფლებადამცველებს მოუწევთ, მიმართონ დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისთვის: 

"მე ვადასტურებ რომ სააკაშვილის მდგომარეობა მართლაც მძიმეა. განსაკუთრებით ბოლო დღეებში მოხდა დამძიმება. თუ დადგინდება, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე და მისი სიცოცხლე იმდენად საფრთხეშია,რომ  შეიძლება წამებზე და წუთებზე იყოს საქმე, შეიკრიბება საზოგადოება. აქ უკვე მივმართავთ ალბათ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და ამის მერე უკვე სულ სხვა რეჟიმზე მოხდება სიტუაციის გადაყვანა. მას აქვს გონების კარგვის ეპიზოდი პირველად რუსთავის ციხეში, აქედან იწყება ამერიკელი ტოქსიკოლოგის კვლევა" აცხადებს ხაჭაპურიძე. 

შეგახსენებთ, მარიამ ჯიშკარიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ, 24 ნოემბერს ზურაბიშვილის წარმომადგენლებს შეხვდა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია

 ავტორიზურა პეტროსიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი