თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი მცირდება, თუმცა საჯარო მოხელეების ანაზღაურება იზრდება - განხილვა საკრებულოში

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარებს.

როგორც ცნობილია, თბილისის ბიუჯეტი 121 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა 9 მილიონით იზრდება შრომით ანაზღაურება. მომავალი წლიდან გაიზრდება საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც.

ახალ პროექტს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ისინი ამბობენ, 2023 წლის ფინანსური დოკუმენტი ვერ პასუხობს თბილისის ახლანდელ გამოწვევებს. 

ოპოზიციის თქმით, "ქართულ ოცნებას" ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ჰყავს დედაქალაქის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილი. მათთვის გამოყოფილი სოციალური სასადილოების დღიური ულუფებისთვის გამოყოფილი თანხა კვლავ 1 ლარი და 70 თეთრი რჩება.

ოპოზიციას არ ეთანხმება  "ქართული ოცნება". 

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დეკემბერში უნდა დაამტკიცოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი