"გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი და გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე" - მედიკოსებმა EU-ს ელჩს ღია წერილით მიმართეს

გამოქვეყნდა:

"გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი და გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე" - ამ მოწოდებით მედიკოსებმა,  ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართეს.

ექიმებმა ღია წერილით, საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიმართეს და მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით  დიპლომატიური კორპუსის ჩართვა მოითხოვეს.

მედიკოსების თქმით, მესამე პრეზიდენტი წამების და ინტოქსიკაციის მსხვერპლია, ამიტომ ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.  

ცნობისთვის,  დღეს  ცენტრი "ემპათიას"  ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა  განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ალბათობით მოწამლულია. მისი თქმით, თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი - ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გიორგი ჩალაძემ და თქვა, რომ სამშაბათს ყველაფერი დეტალურად გახდება ცნობილი. იქამდე კი ჩალაძე ყველას მოუწოდებს, წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავონ, რამაც შეიძლება პროცესი დააზიანოს.  

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი