SBU-მ ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქია გაჩხრიკა - აღმოჩენილია რუსული პასპორტები და მიმოწერები მოსკოველ კურატორებთან

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კონტრდაზვერვითი სამუშაოებისას ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქეობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოაჩინეს.

SBU-ს განცხადებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს ეპარქიის ხელმძღვანელობაში და გამოიკვეთა ეპარქიის მეთაურთა მიმოწერები მოსკოვის კურატორებთან. კერძოდ, სასულიერო პირები მსახურების ჩატარების მითითებებს მოსკოვიდან იღებდნენ. რუსეთის ეკლესია მათ ავალებდა, უკრაინაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. 

"კერძოდ, ისინი [მოსკოველი კურატორები] ითხოვდნენ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებისგან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის უარყოფას, საუბარს "მოსკოვის ეკლესიის" ჩაგვრაზე", - ნათქვამია შეტყობინებაში.

SBU-მ ჩხრეკისას აღმოაჩინა საწყობები, სადაც პროკრემლისტური ლიტერატურა ინახებოდა.

ეპარქიის ხელმძღვანელობის კომპიუტერების დათვალიერებისას აღმოჩენილია უკრაინის წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციებში მონაწილე ოკუპანტების მოწმობების ასლები. აღმოჩენილ დოკუმენტებს შორისაა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაცემული „რუსეთის ფედერაციის გმირის“ წოდება, 2014 წელს „ყირიმის მიტაცებისთვის“.

შეგახსენებთ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ, გაჩხრიკა კიევ-პეჩორის ლავრა, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნის რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიები. აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა და რუსული რუბლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი