პირველად ზამთარში - ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი და FIFA-ს რეკორდული შემოსავალი

გამოქვეყნდა:

პირველად ზამთარში და პირველად არაბულ ქვეყანაში - ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კატარი მასპინძლობს. ამ მუნდიალს უკვე აქვს  ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატისა და ახლო აღმოსავლეთის  ყველაზე მასშტაბური  სპორტული  ღონისძიების სტატუსი. ნავთობისა და გაზის  ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის 7 ახალი სტადიონი ააშენეს.  ახალი ინფრასტრუქტურისთვის - სასტუმროებისთვის, გზებისთვის, სარკინიგზო ხაზებისა და აეროპორტისთვის  - მთლიანობაში 220 მილიარდ დოლარზე მეტი  დახარჯეს.  

FIFA -მ ჩემპიონატთან დაკავშირებული კომერციული გარიგებების შედეგად ოთხი წლის განმავლობაში რეკორდული შემოსავალი  -  7,5 მილიარდი დოლარი მიიღო. 

კატარი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრესი ქვეყანა,  ჩემპიონატის მომზადების პერიოდში  არაერთხელ გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში შრომითი, ქალებისა და ლგბტ თემის უფლებების მასშტაბური დარღვევისთვის. 

ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე Fifa-მ მოულოდნელად გამოაცხადა რომ სტადიონებზე ალკოჰოლი არ გაიყიდება. დაუშვეს მხოლოდ გამონაკლისი. მუსლიმურ ქვეყანაში ჩასულ გულშემატკივარს, სადაც ალკოჰოლის რეალიზაცია მკაცრად კონტროლდება,  ლუდისა და სხვა სასმლის ყიდვა ლიცენზირებულ და სტადიონების შიგნით მოწყობილ სპეციალურ სივრცეებში შეუძლია. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი