მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოსთან ბელგიის მარცხის შემდეგ ბრიუსელში შეტაკებები იყო

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მაროკოსთან მარცხის შემდეგ, ქუჩებში არეულობა დაიწყო. გულშემატკივრებმა დაწვეს ავტომანქანები და ჩაამსხვრიეს მაღაზიების მინები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

სიტუაციის დასარეგულირებლად ბელგიის დედაქალაქში სამართალდამცველთა დამატებითი ძალების გამოძახებაც გახდა საჭირო. არიან დაშავებულებიც, მათ შორის ორი პოლიციაა.

პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის გამო 11 პირი დააკავეს.

ერთ-ერთი ვერსიით, არეულობა არა ბელგიის, არამედ, აფრიკული გუნდის გულშემატკივრებმა დაიწყეს და ასე აღნიშნეს გამარჯვება.

კვირას კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრები მაროკოსთან 2:0 ანგარიშით დამარცხდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი