საქმეში დაზარალებულის ჩვენებაა - მონაზონზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო დღეს იქნება

გამოქვეყნდა:

ხაშურის რაინულმა სასამართლომ რამდენიმე საათში უნდა იმსჯელოს მონაზონზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე. ადვოკატმა დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულა. 

გიგა ჯეირანაშილის თქმით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი დღეს სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით ისარგებლებენ.

"რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დააფიქსირეს ორივემ მკაფიოდ პოზიცია, რომ წარგდენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. საქმეში დაზარალებულის ჩვენება არის, დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზები, ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობს ადვოკატი, გიგა ჯეირანაშვილი.

ცნობისთვის, ხაშურის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს, ორმა პირმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებიდან ერთი ადგილობრივი, მეორე კი მასთან სტუმრად მყოფი პირი იყო.  პროკურატურამ მათ ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი