ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. 60 წლის კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის კლინიკაში წევს.

ცნობილია, რომ 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. დამწვრობის გამო კლინიკაში წევს გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებს დავა ყოფით ნიადაგზე ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე მათ მედიასთან არ უსაუბრიათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 108-ე მუხლებით მიმდინარეობს. პოლიციამ უკვე დაკითხა თვითმხილველებიც. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი