"ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ომბუდსმენი მივიდა

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მძიმე შეფასებები კეთდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი პირადად მონახულება.

"დიდი ხანია მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და რა თქმა უნდა, ჩვენ საქმის კურსში ვიყავით მიმდინარე პროცესების თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად გავეცანო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს", - თქვა ნინო ლომჯარიამ "ვივა მედში" შესვლის წინ.

გარდა ამისა, მთავარ არხთან საუბრისას, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მას სურვილი აქვს, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.

ამავე თემაზე:

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი