რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - კვლევა

გამოქვეყნდა:

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა [IDFI] გამოიკვლია 2022 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლები, რის მიხედვითაც, მაგალითად მაისიდან ივნისამდე პერიოდში, მხოლოდ 1 თვეში,  რუსული საწვავის იმპორტი საქართველოში 5% -ით გაიზარდა.  

შენარჩუნებულია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებაც და საქართველოს ბაზარზე რუსეთი ამ მხრივაც ისევ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 

"ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსული ნავთობის წილის ზრდამ ქართულ ბაზარზე 5% შეადგინა, შესაბამისად, ტენდენცია მზარდია.

ბუნებრივი აირის სექტორში საქართველოში იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხორციელდება. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22% იყო, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი 14,6%.

2022 წლის მაისის მონაცემებით რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი 28%-ს შეადგენდა, რაც თითქმის 139 ათასი ტონა იყო. შესაბამისად, ერთი თვის მანძილზე რუსეთიდან იმპორტირებული ნავ თობის წილი 5%-ით გაიზარდა.

ბაზარზე მზარდი იყო რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა და ის საერთო იმპორტის 64-65%ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის არის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4. ესენია: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“.

2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“, საავტომობილო საწვავის მიწოდებაზე, 3 ათასამდე ხელშეკრულება გააფორმეს. სულ ამ პერიოდში, სახელმწიფო უწყებებმა „ლუკოილისგან“ 200 მილიონი ლარის საწვავი შეიძინეს.

რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი საერთო იმპორტულ ელექტროენერგიაში არის 25% (252.2 მლნ.კვტ/ სთ). დანარჩენი მოდის აზერბაიჯანსა (60%) და თურქეთზე (15%)." ვკითხულობთ IDFI-ს კვლევაში.

ვრცლად

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი