ზედიზედ 2 წელი გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ, ნაცვლად 8,5% გვექნება 10% ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. მინდა შევახსენო ყველას, რომ აახლოებდათ 80 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ქვეყნის. [...] ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 100 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით არის ზრდა".

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი