პსპ-ს აფთიაქებში მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება - ღარიბაშვილი PSP-ს დაემუქრა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ არსებობს ინფორმაცია, თითქოს პსპ-ს აფთიაქებში, მომხმარებლებს ეუბნებიან რომელი მედიკამენტი სურთ "ხარისხიანი - ძვირიანი, თუ უხარისხო - თურქული". 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ მოსმენილ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება. მან ასევე განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში მკაცრი რეაგირება მოხდება.

"ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რამდენიმე დღის წინ და მე მინდა პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია პსპ თითქოს პსპ-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი, მაგალითად, როდესაც შედის მომხმარებელი კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს, ეს ვიცი, რომ დავალებაა, ინფორმაცია არსებობს ამას რა თქმა უნდა გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ ხარისხიანი - ძვირიანი, თუ უხარისხო - თურქული, აი ამას რა ჰქვია თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ეს არის მტრობა პირდაპირ, როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და ჩვენი მომხმარებელი, პენსიონერი და სხვა ძალიან ბევრი გაჭირვებული ყიდულობს წამალს, ნებისმიერი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას, ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი