ხმაური დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - "ოცნებიდან" წასული დეპუტატი ყოფილ თანაგუნდელს დაუპირისპირდა

გამოქვეყნდა:

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ურთიერთბრალდებებითა და სიტყვიერი დაპირისპირებებით გაიმართა.

დაპირისპირება დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესა და რომან კაკულაის შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კობერიძემ ხელისუფლების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შეზღუდვების დაწესების გეგმა გააპორტესტა, კომიტეტის თავმჯდომარემ კი ის არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. 

სხვის დაკრულზე ცეკვავ, პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ და ალიყურს მიიღებ - ამ სიტყვებით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ყოფილ თანაგუნდელს, რის შემდეგაც დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

დაპირისპირების მიზეზი კანონში განსაზღვრული წესი გახდა, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელს ექნება უფლება, კერძო მედიასაშუალებებს დროებითი მმართველი დაუნიშნოს. ამას გარდა, კანონში განსაზღვრული არაა დროებითი მმართველის დანიშვნის ვადა, რაც კომპანიებს დამატებით პრობლემებს უქმნის. 

"ევროპული საქართველო რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ კი კანონპროექტს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ კომიტეტიც სამარცხვინოდ მოიქცა.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება ექნებათ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი