როდესაც ებრძვი პრორუსულ მთავრობას, ყველაფერია მოსალოდნელი - ოთარ სირაძე დაკავებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში რაჭის ყოფილი გუბერნატორი და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ სირაძე უკვე მეორედ დაიბარეს.

ოთარ სირაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ აგენტურა აამუშავა. საქმე ეხება 4 ივლისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოთარ სირაძესა და ჰესების წინააღმდეგ რაჭაში ჩამოსულ აქტივისტს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც, უკვე ოთარ სირაძის საცხოვრებელ სახლთან, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პოლიციის განყოფილებაში ბრალის წარდგენის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ყოფილ გუბერნატორთან ერთად უწყებაში მისი ძმა, დავით სირაძეც იმყოფება, რომელიც 4 ივლისს ინციდენტში მონაწილეობდა.

ფაქტი ერთია, ნებისმიერ შემთხვევაში, ის აბსურდული მუხლი, რომელიც წარდგენილი არის, მოითხოვენ თუ არა ამ აბსურდული მუხლით ბრალის წაყენებას, ეს ჩემთვის უცნობია. თუმცა მე ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ. როდესაც ხარ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან, მის მარიონეტულ, პრორუსულ მთავრობასთან, ყველაფერი არის მოსალოდნელი, - განმარტა ოთარ სირაძემ განყოფილებაში შესვლამდე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი