დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია - EU-ს წარმომადგენლობა საქართველოში

გამოქვეყნდა:

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს და პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დოკუმენტი განსახილველად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება:

"მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება." ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენაზე გააჩერა და ვენეციის კომისიაში მისი გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი