სტოლტენბერგი: პუტინი ცდილობს, გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი უკრაინასთან ომში

გამოქვეყნდა:

ბუქარესტში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ორდღიანი სამიტი იმართება. შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს დარტყმას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების მიზნით - ინფორმაციას ამის შესახებ BBC- ავრცელებს. 

"ზამთრის მოლოდინში ამით, [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინი ცდილობს გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი უკრაინასთან ომში" - განაცხადა სტოლტენბერგმა

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ისინი ვერ დაუშვებენ, რომ ომში რუსეთმა გაიმარჯვოს. 

„ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს მოგების უფლება მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაანახვებს ავტორიტარულ მმართველებს მთელს მსოფლიოში, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს სამხედრო ძალის მეშვეობით და გახადონ ეს სამყარო უფრო საშიში ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომ, უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია “- აღნიშნა მან. 

სტოლტენბერგმა სამიტრზე აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის საპასუხოდ, ნატო აძლიერებს თავის ყოფნას ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე ტერიტორიაზე, ქმნის ახალ საბრძოლო ჯგუფებს, მათ შორის რუმინეთში.

ამავე თემაზე:

 განვიხილავთ უკრაინის, საქართველოს და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს - სტოლტენბერგი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი