"სექსუალური ძალადობა, როგორც იარაღი" - ზელენსკამ ომის განმავლობაში გაუპატიურების ფაქტებზე ისაუბრა 

გამოქვეყნდა:

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ლონდონში სექსუალური ძალადობის პრევენციის ინიციატივის კონფერენციაზე გამოსვლისას, მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეთ რეაგირება ომის დროს სექსუალური ძალადობის მრავალ შემთხვევაზე. 

ზელენსკას თქმით, პროკურორები იძიებენ 100-ზე მეტ მსგავს დანაშაულს, რომლებიც სავარაუდოდ, ჩადენილია რუსი სამხედროების მიერ და დანაშაულის სტატისტიკის რეალური მაჩვენებელი, მისი თქმით, შეიძლება ბევრად მეტი იყოს.

„ოკუპანტებს ჰქონდათ უამრავი შესაძლებლობა, დაემცირებინათ უკრაინელები და, სამწუხაროდ, მათ არსენალში ჰქონდათ სექსუალური ძალადობა და სექსუალური დანაშაული. ყველამ იცის გაუპატიურების შემთხვევების დიდი რაოდენობის შესახებ და ისინი [რუსი ჯარისკაცები] ღიად საუბრობენ ამაზე. .”“, - თქვა ზელენსკაიამ

უკრაინის პირველი ლედის თქმით, სექსუალური ძალადობის ბევრ მსხვერპლს ეშინია მომხდარზე საჯაროდ ლაპარაკის სტიგმის გამო და იმის შიშითაც, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი შეიძლება, დაბრუნდეს და კვლავ ჩაიდინოს ძალადობა.

„აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ ეს, როგორც ომის დანაშაული და დამნაშავეებმა პასუხი აგონ. უნდა არსებობდეს გლობალური პასუხი, რადგან, სამწუხაროდ, ამ ტიპის ომის დანაშაულებები გაგრძელდება მთელ მსოფლიოში მანამ, სანამ სამხედროები ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ, თავი დააღწიონ სასჯელს“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

როგორც ოლენა ზელენსკამ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო პროგრამა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად და უკრაინის პირველმა ლედიმ იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი