
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აღშფოთებულია პაპ ფრანცისკეს განცხადებებით, რომელმაც ჩეჩენი და ბურიატი სამხედროები უკრაინაში ყველაზე სასტიკ ჯარისკაცებად მოიხსენია - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„როცა უკრაინაზე ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ ხალხზე, რომელიც მოწამეობრივად იღუპება. თუ არიან ადამიანები, რომლებიც გახდნენ მოწამეები, არიან ისეთებიც, რომლებიც აწამებენ მათ. როდესაც ვსაუბრობ უკრაინაზე, მე ვსაუბრობ მათ მიმართ ჩადენილ სისასტიკეზე [.. როგორც წესი, ყველაზე სასტიკები არიან ჩეჩნები, ბურიატები და ა.შ.]"- თქვა პაპმა.
პაპის განცხადებას უპასუხა ზახაროვამ:
"ეს აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება, არც კი ვიცი, რა დონის", - თქვა მარია ზახაროვამ.
ამავე თემაზე: