"ეს წარწერა აქ არ უნდა იყოს, დანარჩენი ჩვენზეა, ყველაზე" - ხოშტარია საახალწლო სლოგანზე

გამოქვეყნდა:

"ეს არა მხოლოდ კიევის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა. მაშინ, როცა ჩვენი და უკრაინის საერთო ომს ეწირებიან ბავშვები, მშვიდობა არ არის, არც დაღუპული 27 ქართველი სამხედროს ოჯახშია მშვიდობა, არც იმ დევნილების ოჯახებშია მშვიდობა, ვინც კიევის კადრებში თავის გავლილ გზას ხედავს, არც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებშია მშვიდობა და საერთოდ, შეუძლებელია, ვინმე დღეს მშვიდად გრძნობდეს თავს იმ სისასტიკის და ტერორიზმის ფონზე, რაც ხდება. 
კალაძემ და ბიძინამ ჩვენ არ გვაინტერესებსო და ამას თქვენც შუბლზე დაგაწერთო. 
ეს წარწერა აქ არ უნდა იყოს, დანარჩენი ჩვენზეა, ყველაზე."

წერს "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მერიის საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით, რომელიც წელს "მშვიდობის ქალაქი" იქნება

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი