ჯანმომ "მაიმუნის ყვავილს" სახელი გადაარქვა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ დაიწყებს ტერმინ "მპოქსის“ გამოყენებას, თუმცა სახელწოდება "მაიმუნის ყვავილს" მთელი მომავალი წლის განმავლობაში გამოიყენებენ.

ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებაში შეშფოთებები გაჩნდა, რომ შეიძლება ეს სახელი დამამცირებელი ან რასისტული ყოფილიყო.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების შიშით მაიმუნები 
დაიხოცნენ.  

ცნობისთვის, მაიმუნის ჩუტყვავილას სახელი პირველად 1958 წელს დაარქვეს, როდესაც დანიაში მაიმუნებს "ყვავილის მსგავსი" დაავადება აღენიშნებოდათ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი